აჭარაში რეპრესიების დროს დახვრეტილი 150 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს

ბათუმში 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

21 აპრილს ეპარქია გარდაცვლილთა ნეშტების პატივით დამარხვას გეგმავს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულების თანახმად, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე საბანკო შეკრების ბაზა #3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება.21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდება მათი პატივით დაკრძალვა”, – ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებაში.

primetime.ge

სხვა ვიდეოები