აჭარაში, შესაძლოა, 100 მილიონის ინვეტიცია განხორციელდეს

აჭარაში 100-მილიონიანი ინვესტიციის შესაძლო განხორციელების შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ დღეს, 27 ივნისს, ახალი მოადგილის წარდგენისას განაცხადა.

„… ინვესტიციის განხორციელებას ველოდებით, იმ მიწის ნაკვეთების პრივატიზებით, რომლის ელექტრონული აუქციონი დღეს გამოცხადდება. რაც ნიშნავს იმას,რომ რეგიონის ეკონომიკა კიდევ უფრო ძლიერდება. შედეგად, თანამედროვე სტანდარტების საასტუმრო კომპლექსები და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები გაჩნდება ქალაქში“ – განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დღეს პირობებიანი აუქციონის წესით გასასახვისებლად შემდეგი ნაკვეთების გამოტანას გეგმავს

  • ბათუმი, ტ. აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ. N5-ში მდებარე 3206 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის და კობალაძის ქუჩების კვეთაში მდებარე 12 971 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
  • ბათუმში, ტ. აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ.N5-/აბუსერიძის ქ. N17-ში მდებარე 3802 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
  • ბათუმში, ტ. აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ.N5-/აბუსერიძის ქ. N17-ში მდებარე 4169 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია მრავალფუნქციური ობიექტიების, მათ შორის სავაჭრო ცენტრის, სასტუმროს და მიწისქვეშა/მიწისზედა ავტოსადგომის მშენებლობა.

სხვა ვიდეოები