აჭარაში წითელას ვირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი იზრდება

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის წითელას ვირუსის რვა საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა. რისკ ჯგუფს 20 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეები წარმოადგენენ.

ჯანდაცვის ორგანიზაციები მუნიციპალიტეტებსა და ქალაქში მოქალაქეებს მოუწოდებენ გაიკეთონ აცრა, ვაქცინაცია კი უფასოა. წითელას აცრა, სავალდებულო ვაქცინაციის სიაშია შეტანილი.

ამ ეტაპზე აჭარაში წითელას საწინააღმდეგო აცრა 376 მოქალაქეს აქვს გაკეთებული. ვირუსის გავრცელების პიკი აჭარაში გასულ წელს დაფიქსირდა, წითელას ვირუსით 322 მოქალაქე დაინფიცირდა.

 

სხვა ვიდეოები