აჭარაში “წლის სპორტსმენის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წლის სპორტსმენის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენები, მწვრთნელები და სპორტული გუნდები, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს ქალაქის, რეგიონის, ქვეყნის მასშტაბით თუ მის ფარგლებს გარეთ. ღონისძიების მიზანია სპორტის პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობაა.
“სპორტული ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდას. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, სწორედ სპორტული ტურიზმის განვითარებაა.
2018 წელი რეგიონისთვის მართლაც გამორჩეული იყო. ვამაყობ თითოეული ჩვენი სპორტსმენის წარმატებით, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად უწყობთ ხელს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.
წელს ვუმასპინძლეთ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, მათ შორის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას. ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული მიენიჭა. აღსანიშნავია მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს.“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ღონისძიება ბათუმის მერიის ორგანიზებით გაიმართა. ჯილდო გადაეცათ ნომინაციებში: „წლის სპორტსმენი“, „წლის მწვრთნელი“, „წლის გუნდი“, „წლის დებიუტანტი“, „წლის სპორტული ჟურნალისტი“, „სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“, „ბათუმი – ევროპის სპორტის ქალაქი“, „სპორტული კლუბი – კარგი მმართველობა“.

სხვა ვიდეოები