აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა რიზეს გუბერნატორთან ერდოღან ბექთაშთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რაც მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოთა შორის სავაჭრო-ეკონომიკური თუ კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

თავის მხრივ, რიზეს გუბერნატორმა ერდოღან ბექთაშმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის.

აჭარის დელეგაცია რიზეში ასევე, ქალაქის მერს რეშათ ქასაფს და მერიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრებზე განიხილეს მეზობელ რეგიონებსა და ქალაქებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები. საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით უკვე დაწყებულ და მიმდინარე პროექტებს.

აჭარის დელეგაციის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში 17 ნოემბერს დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ტრაპიზონის რეგიონის გუბერნატორთან და მერთან. ასევე, ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში და საქართველოს გენერალურ საკონსულოში.

წყარო:”Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე

სხვა ვიდეოები