აჭარის უმაღლესი საბჭო მოწვევიდან დღემდე გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

აჭარის უმაღლესი საბჭო მოწვევიდან დღემდე გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების და მესამე სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ასევე რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს ანგარიშს სტუდენტებიც მოისმენენ.უმაღლესი საბჭოს 7 თვიანი მუშაობის პრეზენტაციას რეგიონში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ დაესწრებიან, ისინი რომლებსაც საკანონმდებლო ორგანოში წევრები არ ჰყვათ. აცხადებენ, რომ პრეზენტაციაზე არ მიუწვევიათ. რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები გეგმავენ დღეს დეტალურად ისაუბრონ იმ საკანონმდებლო ცვლიელებებსა და ინიციატივებზე, რომლებიც მათი საქმიანობის პერიოდში განხორციელდა. მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით ცვლილებები “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონში” შევიდა.რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივას. საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით “ზოგადი განათლების შესახებ კანონში” ცვლილება შეიტანა, რის საფუძველზეც რეგიონში არსებულ სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებლების დანიშვნის უფლება აჭარის განათლების მინისტრს გადმაეცა. აჭარის უმაღლესი საბჭოს არსებულ შემადგენლობას 6 პლენარული და 9 რიგგარეშე სხდომა აქვს ჩატარებული.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები