აჭარის დელეგაციის შეხვედრები ბელარუსში

აჭარის დელეგაციის ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და დელეგაციის წევრები ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიწვევით სახალხო დღესასწაულს ,,კუპალიეს” დაესწრნენ. სახალხო დღესასწაული შკლოვის რაიონში, პრეზიდენტის მშობლიურ სოფელში ყოველწლიურად იმართება.

,,კუპალიე“ -,,ალექსანდრის მეგობრებს უხმობს“ ერთ-ერთი მასშტაბური სახალხო დღესასწაულია ბელარუსში, რომელსაც ბელარუსები ზაფხულის შუაგულში აღნიშნავენ. დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უამრავი სტუმარი ესწრება. კუპალიეს დღესასწაული ძველ ბელარუსულ ტრადიციებსა და რიტუალებს , თეატრალიზებულ დადგმებსა და მხიარულ თამაშებს მოიცავს.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები