აჭარის დელეგაციის წევრები ფონდ „Hoffnungstaler Stiftung Lobetal-ის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აჭარის დელეგაციის წევრები ფონდ „Hoffnungstaler Stiftung Lobetal-ის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. მასპინძელმა მხარემ სტუმრებს ფონდის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა . საუბარი შეეხო პროფესიული განათლებისა და ახალგაზრდობის დასაქმების საკითხებს, სამედიცინო პროგრამებს, შშმ პირებსა და ხანდაზმულთა ზრუნვის მეთოდებს, ამ მხრივ განხორციელებულ ღონისძიებებს, რომლებიც აპრობირებულია ფონდის მიერ და ეფექტურობითაც გამოირჩევა.

შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, გაცვალეს საჩუქრები და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ამავე დღეს აჭარის დელეგაციას, უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ვახტანგ წულაძის მეთაურობით, გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლადო ჭანტურიამ უმასპინძლა.

“აჭარის ა. რ უმაღლესი საბჭო”

სხვა ვიდეოები