აჭარის დელეგაციის წევრები რეჯებ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტს ეწვივნენ

რიზეს გუბერნიაში ვიზიტისას აჭარის დელეგაციის წევრები რეჯებ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტს ეწვივნენ. დელეგაციას უნივერსიტეტის რექტორმა უმასპინძლა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვედრები გამართა ქართული ენის ფაკულტეტის სტუდენტებთან, ასევე იმ ქართველ ახალგაზრდებთან, რომლებიც უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებზე სწავლობენ. რიზეს უნივერსიტეტში უკვე რამდენიმე წელია არსებობს ქართული ენის განყოფილება. ეს არის თურქეთის რესპუბლიკაში მე-4 უნივერსიტეტი, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა ისწავლება.
ამ ეტაპზე უნივერსიტეტში ქართულს პირველი და მეორე კურსელი 30 სტუდენტი ეუფლება.

ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, რიზეს უნივერსიტეტში ქართული სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა და კონცერტი გაიმართა, რომელშიც სახელმწიფო ანსამბლები “ბათუმი” და “ხორუმი” მონაწილეობდნენ.

წყარო:”Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე

სხვა ვიდეოები