აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ თავისი NISSAN NAVARA შუახევის გამგეობას გადასცა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარი ბალანსიდან მოიხსნა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე NISSAN NAVARA-ს ტიპის ავტომანქანა გადასცა. შუახევის შესყიდვების სამსახურის უფროსი, როგორც „აიპრესთნ“ განმართვს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის NISSAN NAVARA-ის ძრავი მწყობრიდან იყო გამოსული და გამოცლას საჭიროებდა.

ომარ აბუსელიძის განმარტებით ახალი ძრავის შესაკეთებლად დაახლოებით 6 ათსი დოლარი იყო საჭირო სწორედ ამიტომ გამგეობამ აღნიშნულის შეკეთბა გადაწყვიტა. მანქანის შეკეთება-ტექნიკურ მომსახურებაზე ტენდერი გამოცხადდა სატენდერო ღირებულება სამიათას ორასი ლარია.

„მანქანა დაზიანებული იყო, ძრავზე ქონდა პრობლემა, ახალად გადმოვიდა გამგეობის ბალანსზე მიღება ჩაბარების აქტი ყველაფერი გვაქვს მანქანა მუნიციპალიტეტის გამგეობას მოემსახურება თუმცა კონკრეტულად ვის, ეს ჯერ არვიცით. ძრავი იყო დაზიანებული მაგის ძრავი, რომ იყიდო დაახლოებით 6 ათასი დოლარი დაჭირდებოდა, ამიტომ შეკეთება ვამჯობინეთ, რაც დაახლოებით სამიათს ორას ლარამდე დაჯდება“ -განუცხადა „აიპრესს“ შუახევის შესყიდვების სამსახურის უფროსმა ომარ აბუსელიძემ.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები