აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი 324 მილიონი ლარით განისაზღვრა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 324,044,000 ლარს შეადგენს.

2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი (შემოსულობები) 279.3 მილიონი ლარია, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11.6 მილიონი ლარით (4.3 %-ით) მეტი

 ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმათა უმრავლესობით კენჭისყრის შედეგად რამდენიმე წუთის წინ დაამტკიცეს. კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას. მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

“ბიუჯეტი დაიგეგმა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, პრიორიტეტებია ჯანდაცვა, განათლება, მაღალმთიანი აჭარა, ინვესტირება და ასე შემდეგ. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა, ჩვენ ვახერხებთ ადმინისტრაციული ხარჯების ერთი მილიონით შემცირებას და ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ბიუჯეტში გათვალისწინებულია, გონიოს ტერიტორიაზე 48 ჰექტარი ფართობის შესწავლა, განაშენიანების გეგმის შედგენა, რაც მნიშვნელოვანი ინვესტიციების საფუძველი გახდება”-განაცხადა აჭარის ფინანსთა მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.

სხვა ვიდეოები