აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს დილით ქობულეთის სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოებში ჩაერთო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს დილით ქობულეთის სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოებში ჩაერთო. მასთან ერთად დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლებმა.

ბოლო დღეებში უამინდობის და შტორმის შედეგად შავი ზღვის სანაპირო ზოლი დაბინძურდა. ზღვამ დიდი რაოდენობით დამტვრეული ხეები და ნარჩენები გამორიყა. გამოდარების დღიდან სანდასუფთავების მუნიციპალური სამსახურები სანაპირო ზოლს ასუფთავებენ.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, საზღვაო ზოლის მსგავსი დაბინძურების დროს მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივობა და დასუფთავების აქციებში მაქსიმალური ჩართულობა.

წყარო:”Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე

სხვა ვიდეოები