აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დილიდან ხულოში იმყოფება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დილიდან ხულოში იმყოფება, სადაც შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილის 6 საათისთვის განახლდა. ამ დროისათვის 3 ჰექტარ ტერიტორიაზე 4 ხანძრის კერაა. მიუვალობის გამო სამაშველო ტექნიკა ხანძრის კერამდე ვერ მიდის. ადგილზე მობილიზებულია ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო სამშაველო ბრიგადებისა და სატყეო სამსახურების 200-მდე თანამშრომელი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივებიც არიან ჩართულები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება ვერტმფრენი.

“ზურაბ პატარაძე”

სხვა ვიდეოები