აჭარის რეგიონში კამპანიის “ევროპა სახლია” ფარგლებში შეხვედრები გაიმართა

საინფორმაციო კამპანია “ევროპა სახლია” გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი შუახევის მუნიციპალიტეტის, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი დაგვას ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლით სწორად სარგებლობის პროცედურებს, წესებსა და შედეგებს. მონაწილეებმა, ასევე, ნახეს უვიზო მიმოსვლაზე შექმნილი ვიდო-რგოლი.

კამპანია ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე, კოფლიქტურ, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უვიზო მიმოსვლის შესახებ ინფორმირებას. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN) ახორციელებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და საინფორმაციო ცენტრთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ პარტნიორობით.

წყარო:”infocenter.gov.ge”

სხვა ვიდეოები