აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის შენობაზე ყოფილმა თანამშრომლმა შეურაცხმყოფელი წარწერა გააკეთა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილმა თანამშრომელმა ირაკლი ანთიძემ მაუწყებელის შენობაზე შეურაცხმყოფელი წარწერა გააკეთა. ფაქტს ტელევიზიის თანამშრომლებსა და ანთიძეს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე საპატრულო პოლიციაც მოვიდა. ირაკლი ანთიძემ ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორია მალევე დატოვა. ანთიძე არხზე დაახლოებით 2 წელია აღარ მუშობს. ამ დროის მანძილზე ის ინტენსიურად ითხოვს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გადადგომას. შეურაცხმყოფელი შინაარსის განცხადება ანთიძემ ორი დღის წინ ტელევიზიის მოპირდაპირე მხარეს გააკრა.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები