აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით „რეზონიაკის“ მწარმოებელ კოოპერატივს „ეკო ფერმა გონიო“-ს დანადგარების შეძენაში დაეხმარა

გაეროს განვითარების პროგრამა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით „რეზონიაკის“ მწარმოებელ კოოპერატივს „ეკო ფერმა გონიო“-ს დანადგარების შეძენაში დაეხმარა, რაც წარმოების გაზრდასთან ერთად ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
„რეზონიაკი“ არის ციტრუსის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელი, რომლის შემადგენლობაშიც მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი და გრეიფუტია. მისი რეცეპტის შექმნაზე წლების განმავლობაში მუშაობდა ქართველი მიკრობიოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი რეზო ადამია. „რეზონიაკი“ 100%-ით ნატურალური პროდუქცია. მისი შეფერილობა ოქროსფერი, ხოლო ალკოჰოლის შემცველობა 40%-ია.
2016 წელს კოოპერატივმა აწარმოა 800 ლიტრი უნიკალური რეცეპტით დამზადებული ციტრუსის ალკოჰოლური სასმელი „რეზონიაკი“ და პირველად ჩამოასხეს შუშის 0,5 ლიტრიან ბოთლში და შექმნეს ეტიკეტი. პრეზენტაცია-გაცნობა გამართეს რამოდენიმე კაფე-ბარსა და რესტორანში ბათუმში, თბილისში, თელავში, გუდაურსა და ყაზბეგში. მიიღეს შემოთავაზება – შესყიდვების მოთხოვნის შესახებ მრავალი იმ ობიექტისგან, სადაც შედგა სასმელის პრეზენტაცია. “რეზონიაკით” ასევე დაინტერესდნენ ბათუმში არსებული პრესტიჟული სასტუმროები.
შემდგომი განვითარებისთვის, დაგეგმეს მეტი რაოდენობის ციტრუსის გადამუშავება, და ინოვაციური მაღალხარისხიანი და უნიკალური რეცეპტით დამზადებული ციტრუსის ალკოჰოლური სასმელის წარმოება და რეალიზაცია. კოოპერატივმა გადაწყვიტა მცირე საწარმოს შექმნა და შესაბამისი დანადგარებით აღჭურვა. შეადგინა ბიზნეს გეგმა და მიიღო მონაწილეობა გაეროს განვითარების პროექტისა და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინსტროს მიერ ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში. სულ პროექტის ბიუჯეტმა შეადგინა 30 000 ლარი, საიდანაც კოოპერატივის თანამონაწილეობაა 12 000 ლარი.
პროექტით გათვალისწინებული დანადგარების შეძენის და საწარმოს გამართვის შემდეგ, 2018 წელს კოოპერატივი გეგმავს დაახლოებით 3000 ლიტრი ,,რეზონიაკის“ წარმოებას და რეალიზაციას. კოოპერატივის სამიზნე სარეალიზაციო ობიექტებია – კაფე-ბარები, რესტორნები, კლუბები, სასტუმროები და მაღაზიები – დაახლოებით 20-მდე ობიექტზე.
2019 წლიდან კოოპერატივი გეგმავს პროდუქციის ექსპორტს. უკვე არსებული კონტაქტები, მოლაპარაკებების საფუძველზე ვარაუდობენ რომ 2019 წელს ჩინეთში სარეალიზაციოდ გაიტანენ ერთ კონტეინერ „რეზონიაკს“.

“აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები