აჭარის ტურისტული პოტენციალი ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

აჭარის ტურისტული პოტენციალი ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი. დღეს გამოფენა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლვოვის მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. გამოფენის სტუმრებთან სიტყვით მიმართვისას მიხეილ კოპლატაძემ აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და ორქვეყანას შორის მეგობრობას გაუსვა ხაზი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლვოვის ტურისტულ გამოფენაში პირველად მონაწილეობს. ხვალ, დეპარტამენტი გეგმავს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციის მოწყობას ტურისტული და ავიაკომპანიების წარმომადგენლებისთვის. გამოფენა დღეს გაიხსნა და 20 ოქტომბერს დასრულდება.

სხვა ვიდეოები