აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ სამინისტროებისა და უწყებების პრიორიტეტებზე იმსჯელა

მომავალი წლის რეგიონული ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და  სამინისტროების სამუშაო მიმართულელების განსაზღვრა – საკითხი დღეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე განიხილეს. ბიუროზე დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ”  კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზეც. ნინო ჩხეტიას განმარტებით,  საჯარო მოხელის შესახებ  კანონში შესატან ცვლილებთან დაკავშირებით საჭირო გახდა რიგი კანონების შესაბამისობაში მოყვანა. ორივე საკითხს  მომდევნო რიგგარეშე სხდომაზე გუყრიან კენჭს.

tv25

სხვა ვიდეოები