აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე 3 საკითხი განიხილეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებმა – რამაზ ბოლქვაძემ და ზაალ მიქელაძემ წარმოადგინეს.

 აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, უწყების მომავალი წლის ბიუჯეტი სხვადასხვა მიმართულებით ძალზე მნიშვნელოვანი პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს. უწყებას აქვს სიახლეებიც. სამინისტრო მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისათვის 2018 წელს 15 მილიონ 765 ათას ლარს დახარჯავს.

მინისტრები ამავე სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვით წარსდგნენ. ორივე მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს. წარმოდგენილი ანგარიშები კომისიამ ცნობად მიიღო.

წყარო:”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

სხვა ვიდეოები