აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის დეპუტატები “ალტერნატიული მთავრობაზე”: ჩანასახშივე წარუმატებელია ჩრდილოვანი კაბინეტის იდეა

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის დეპუტატი “ალტერნატიული მთავრობის” ინიციატივას ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელ პოლიტიკურ სცენარს უწოდებს. ცოტნე ანანიძემ “აიპრესთან” კომენტირებისას განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებას “მორიგ პოლიტიკურ აქტივიბას უწოდებს” და ინიციატივას საფრთხის შემცველად არ მიიჩნევს:
“2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდი გავიხსენოთ, როცა მიშა აანონსებდა სარფიდან საქართველოში შემოსვლას-2019 წელია არდა ვერ შემოსულა.
ცდილობს იყოს აქტიური ქართულ პოლიტიკაში, შესაბამისად ცდილობს რაიმე აქტივობები ჰქონდეს. ეს არის მიშას მორიგი წარუმატებელი პოლიტიკური სცენარი.
დესტაბილიზაცია რომ სურს “ნაცმოძრაობს” კარგა ხანია იცის საზოგადოებამ, თუმცა ჩანასახშივე წარუმატებელია ჩრდილოვანი კაბინეტის იდეა, შესაბამისად არ არის საფრთხე.” – აცხადებს ცოტნე ანანიძე.
ოპოზიციის “ალტერნატიული მთავრობის” ინიციატივას არასერიოზულად მიიჩნევს აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი. ნინო ჩხეტია თვლის, რომ ფაქტი რეგიონში პოლიტიკური ბალანსის მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ შეძლებს:
“საკმაოდ არასერიოზულად მიმაჩნია ალტერნატიულ მთავრობაზე საუბარი ნაკლებად მგონია, რომ ამ თითქოსდა ახალმა გარემოებამ მნიშვნელოვნად შეცვალოს არსებული პოლიტიკური ძალთა ბალანსი ჩვენს რეგიონში
რაც შეეხება რატომ მაინცადამაინც აჭარა? ჩვენს რეგიონს მნიშვნელოვანი როლი აქვს მათშორის წმინდა უსაფრთხოების თვალსაზრისით ამდენად ინტერესი ყოფილი ხელუსუფლების წარმომადგენლების მგონია, რომ აქედან არის გამოწვეული.” – განაცხადა ნინო ჩხეტიამ.
რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ალტერნატიულ აჭარაში ოპოზიციის მიერ დაკომპლექტებულო ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბების ვერსიაზე ისაუბრა. დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები პოლიტიკურ ლიდერს ინიციატივის დეტალების განსახილველად ბელგიაში ხვდებიან.

სხვა ვიდეოები