აფეთქების შედეგად დაზარალებულ 9 ოჯახს ათას-ათასი ლარი დაერიცხება

ბათუმში ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზარალებულ   9 ოჯახს პირველ ეტაპზე ათას-ათასი ლარი დაერიცხება_აცხადებს ბათუმის მერის მოადგილე. ლელა სურმანიძის ინფორმაციით, მოპირდაპირე და მომიჯნავე საცხოვრისს ჯამში 45 ოჯახია დაზარალებული. მათმა ზარალმა ამ ეტაპისთვის 128 ათასი ლარი შეადგინა.

რა ზარალი მიადგა ახვლედიანის 12 ნომერში მცხოვრებ 9 ოჯახს ამ ეტაპისთვის კვლავ უცნობია. მერია კვლავ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია. სავარაუდოდ დასკვნა ერთ კვირაში მომზადდება. ამის შედეგ გადაწყდება რა დახმარებას გაუწევს მათ ბათუმის მერია.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები