აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძე ქობულეთში გადმოასვენეს

აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძის ცხედარი წუხელ ღამით თბილისის სამების საკათედრო ტაძრიდან ოჯახში გადაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი ჯარისკაცის მშობლიურ სახლში გაიმართება, ხვალ კი ცხედარს ქობულეთში ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში დაასვენებენ და საგვარეულო საფლავზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

თეიმურაზ ჯორბენაძე 31 წლის ასაკში სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს.  იგი 24 წელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად  მიიჩნეოდა. მას მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. იგი 1992 წლიდან გაერთიანებული იყო ავღანელთა კავშირში და იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. გმირის სახელს ატარებს ქობულეთში #3 საჯარო სკოლა და ქალაქში ერთ-ერთი  ხიდი.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები