აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს ახალი სკოლის შენობაში გააგრძელებენ

აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს ახალი სკოლის შენობაში გააგრძელებენ. ამის შესახებ „აიპრესს“ აჭარის სპორტის, კულტურისა და განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვიმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით მოსწავლეები ამ ეტაპზე სასწავლო პროცესს ძველი სკოლის შენობაში აგრძელებენ, თუმცა რამდენიმე დღეში საზეიმო ვითარებაში გაიხსნება აგარის ახალი საჯარო სკოლა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი. სკოლის მშენებლობოისთვის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან მილიონ 7 ათასი ლარი დაიხარჯა.

“აგარის საჯარო სკოლის ახალი შენობა რამდენიმე დღეში გაიხსნება, მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა, ბავშვები სასწავლო პროცესს ძველი სკოლის შენობაში განაგრძობდენ. ახალი სკოლის შენობა აღჭურვილია თანამედროვე ტიპის სტანდარტებით“ განაცხადა ინგა შამილიშვილმა.

წყარო:”press.ge”

სხვა ვიდეოები