აგრარული კომისიის გასვლითი სხდომა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა. აღნიშნულ სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე, დეპუტატები ირაკლი ჭეიშვილი, გიორგი რომანაძე, ნუგზარ სურმანიძე, ილია ვერძაძე დაესწრნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე და ა(ა) აპ აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორი ჯამბულ აბულაძე.

უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორმა ჯამბულ აბულაძემ 2018 წელს განსახორციელებელი პროგრამებისა და მათი სპეციფიკის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს 2018 წლის პროგრამის ,,სოფლის მეურნეობის განვითრება მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით, რომელიც მოიცავს 8 ქვეპროგრამას.

აღნიშნული პროგრამის მიზანია მაღალეფექტური ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო- სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარება, სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაცია, რეგიონისათვის ახალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ფუნქციის მინიჭება, წარმოებული ნედლი რძის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ზრდა, მეცხოველეობის საკვები ბაზის გაზრდა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ეფექტურობის ამაღლება, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა, რეალიზაციის ალტერნატიული სისტემის შექმნა და აღჭურვა, ფერმერთა და აგრომეწარმეთა შემოსავლების გაზრდა, იმპორტის ჩანაცვლება და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2018 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრი განახორციელებს შემდეგ ქვეპროგრამებს: ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების რეალიზაციის ხელშეწყობა, სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა, მაღალეფექტური ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობა, რძის წარმოება-რეალიზაციის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშწყობა, ვენახის ფართობებისთვის რკინა-ბეტონის საყრდენი ბოძებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების ხელშეწყობა და მეჩაიობის განვითარების ხელშეწყობა.

2018 წლის პროგრამული ბიუჯეტი განისაზღვრა 6 757 118 ლარი.

წყარო:”აგროსერვის ცენტრი/Agroservice center”

სხვა ვიდეოები