„ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“

ქობულეთის მუნიციპალიტეტის კინოდოკუმენტალისტიკის დარბაზში კონკურსს „ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტები ასოციაცია ღირსეულ სიბერესთან ერთად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დააჯილდოვებს, რომლებსაც ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ნომინანტებს ქობულეთის მუზეუმისგან საჩუქრად აბონიმენტები და საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ, ხოლო TV 12-ის დირექტორმა ჯემალ მეგრელიძემ მათ სოციალური ვიდეო რგოლების პროფესიონალურ დონეზე დამზადება შესთავაზა. კონკურსი ითვალისწინებდა ვიდეო რგოლების მომზადებას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ძალადობის პრევენციის თემატიკაზე. კონკურსის მიზანი იყო ახალგაზრდების მიერ პრობლემის სწორი გააზრება და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პროექტი ასოციაცია ,,ღირსეული სიბერეს“, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ და „გურიის აგრობიზნესცენტრის“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში გაიმართა.

წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები