ახალგაზრდებთან შეხვედრა

მერიის სააქტო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ორგანიზებით ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სადისკუსიო ხასიათი ჰქონდა სადაც ისაუბრეს თვითმმართველობის შესახებ ისაუბრეს და ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი ინიციატივები განიხილეს. ა/ო „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ მუნიციპალიტეტებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტებს. ორგანიზაცია ორგანიზებას უწევს ეკონომიკაში, ეკოლოგიაში, იურისპრუდენციასა და სხვა სფეროებში არაფორმალური განათლების კურსების ჩატარებას, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში სტაჟირების პროგრამების განხორციელებას, კულტურული ღონისძიებების გამართვას, ახალგაზრდული ინოვაციური და კრეატიული პროექტების მხარდაჭერას. ახალგაზრდებთან შეხვედრა მერიის ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.

წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები