ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე

მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ბათუმში რიგი ღონისძიებებით აღნიშნეს 6 მაისი პარკში უკვე მოეწყო მძლეოსნური გარბენი, ასევე გამომგონებელთა კლუბის მიერ  ძრავიანი თვითმფრინავების მოდელების გამოფენა და ავიაშოუ.

ღონისძიება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.

     ახალგაზრდების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  მახუნცეთშიც გაიმართა. ,,დაუვიწყარი საღამო” – ასე შეაფასეს ახალგაზრდებმა, რომლებმაც გამგეობის მიერ მოწვეული ანიმატორების გასართობ შოუ პროგრამებში მიიღეს მონაწილეობა და ღონისძიების პროგრამით გათვალისწინებული აქტივობებით ერთგვარი სიამოვნება მიიღეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა ფრანების ფესტივალი და კარაოკე.
ახალგაზრდებს საერთაშორისო დღე მიულოცეს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დავით მიქელაძემ და გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქაჯაიამ.
“აჭარის ტელევიზია”
“ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები