ახალი საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი დაიწყო.

ბათუმში, სკვერებში არსებულ საბავო ატრაქციონებთან შშმ პირთათვის განკუთვნილი საქანელები მონტაჟდება. ამ ეტაპზე საქანელების სამონტაჟო სამუშაოები 6 სკვერში, შემდეგ მისამართებზე განხორციელდება: ფრიდიდონ ხალვაშის 328-ში, აფხაზეთის #5-ში, ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში, კობალაძისა და ინასარიძის, ასევე, ლეონიძისა და ტაბიძის ქუჩების კვეთასა და ბაქოს ქუჩაზე არსებულ სკვერებში.
გარდა ამისა, მრავალსართულიანი სახლების ეზოებისთვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟის პროგრამის ფარგლებში, 61 მისამართზე ახალი ატრაქციონები დამონტაჟდება.
ამ ეტაპზე სამონტაჟო სამუშაოები 53 მისამართზე მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება როგორც დაზიანებული ატრაქციონების ახლით ჩანაცვლება, ასევე ატრაქციონების მონტაჟი ახალ მისამართებზე (ჯამში 40 ლოკაცია).
“ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები