,, ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდა დედებისთვის აჭარაში“

მშვიდობის კორპუსის მხარდაჭერითა და დემოკრატიის ინსტიტუტის ორგანიზებით პროექტის ფარგლებში ,, ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდა დედებისთვის აჭარაში“ შეხვედრა გაიმართა. 1 საათიან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას, საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებლები, საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექტორები ესწრებოდნენ.
პროექტი მიზნად ისახავს აჭარის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არასრულწლოვან ასაკში დაოჯახებული ქალბატონებისთვის ტრენინგების ჩატარებას სამოქალაქო უფლებების დაცვაზე, რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, ბავშვთა ზრუნვზე, მათ სამომავლო განათლებასა და დასაქმების შესაძლებლობაზე, ქალთა უფლებების ადვოკატირების მიზნით ,,მომავალი ლიდერი“ ქალბატონების გამოვლენაზე.
პროექტის პარტნიორებია: MERCY CORPS-ი და მუნიციპალიტეტში არსებული ,,ქალთა ოთახი“.
პროექტის განხორციელების არეალია მაღლმთიანი აჭარის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები.

წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები