ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდა დედებს

ქედის მუნიციპალიტეტში ,,ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდა დედებისთვის აჭარაში“ პროექტის ფარგლებში ტრენინგი მიმდინარეობს. შეხვედრაზე დემოკრატიის ინსტიტუტის იურისტი მსმენელებს ესაუბრა: სამოქალაქო უფლებების დაცვის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების, ბავშვთა ზრუნვის, სამომავლოდ განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და გამოვლინდებიან მომავლი ლიდერები, რომლებიც ქალთა უფლებების ადვოკატირების კუთხით იმუშავებენ. პროექტის მიზანია არასრულწლოვან ასაკში დაოჯახებული ქალების გაძლიერება, რომელიც მშვიდობის კორპუსის მხარდაჭერით, დემოკრატიის ინსტიტუტის ორგანიზებითა და ქალთა ოთახის პარტნიორობით ხორციელდება.

წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები