ახალი სპორტული ფორმების კომპლექტი რაგბისტებს

ბათუმის რაგბის მოედანზე, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა აჭარაში მოქმედ 34 სპორტის ფედერაციას საზეიმო ვითარებაში გადასცა სპორტული ფორმების კომპლექტი. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი,მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი და აჭარის მთავრობის სხვა წარმომადგენლები. რეგიონის ნაკრების 800-მდე სპორტსმენი ერთნაირი ფორმებით აღიჭურვა. 2018 წელს იგეგმება 350-მდე შიდა და საერთაშორისო სპორტული ღონისძიება , რომელში მონაწილეობის მიღებისას სპორტსმენები წარსდგებიან სპეციალური, ერთიანი დიზაინით შექმნილი ფორმებით, რაც სასიამოვნო ვიზუალური ეფექტისა და გუნდურობის პრინციპის შექმნას შეუწყობს ხელს. სპორტული ფორმების კომპლექტში შედის: სპორტული ზედა, სპორტული შარვალი, მაისური, საწვიმარი ზედა, ზურგჩანთა და სპორტული ფეხსაცმელი.

წყარო:”აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სხვა ვიდეოები