ახალი წლის ღამეს, ბათუმში პიროტექნიკით 8 ადამიანი დაშავდა

მათ შორის 4 ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვისხესთან, ქალაქის მთავარი ფოიერვერკის გაშვების დროს. პიროტექნიკის სადგამი რომელიც მთავარი ნაძვისხის მიმდებარედ, მედეას ძეგლთან იყო, ზუსტად 12 საათზე ფოერვერკების გაშვების პროცესში გადაბრუნდა და აფეთქება მიწაზე დაიწყო.

24Shares
 24

შემთხვევის დროს 2 უცხოელი დაშავდა. არცერთი მათგანის სიცხოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოთხივე დაშავებული სასწრაფომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული, ამ კითხვაზე პასუხი დღეს ბათუმის მერიამ უნდა გასცეს. სწორედ მათი დაკვეთით ერთერთმა კომპანიამ განახორციელა პიროტექნიკა სცენის მიმდებარედ ხმელეთზე. ფაქტთან დაკავშირებით არ ისაუბრეს შემთხვევის ადგილზე მისულმა კომპანიის წარმომადგენლებმა.

მოგვიანებით სასწრაფომ პიროტექნიკით დაშავებული კიდევ ოთხი მოქალაქე გადაიყვანა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.

ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილური იყო. დაზიანებები ხელისა და სახის არეში აღენიშნებოდათ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების შემდეგ, ყვრლაათგანმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება.

ევროპის მოედანზე პიროტექნიკის აფეთქების მიუხედავად მთავარ სცენაზე 11 საათზე დაწყებული გალა კონცერტიაინც გაგრძელდა და ადგილობრივი შემსრულებლების შემდეგ შეკრებილების განწყობაზე ღამის 3 საათამდე ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” ზრუნავდა.

სხვა ვიდეოები