ახალი წლის სამზადისი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში ახალი წლისთვის სამზადისი დაიწყო. ნაძვის ხის, საახალწლო განათებებისა და დაგეგმილი ღონისძიებებისთვის, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და შშმ მქონე პირთა საჩუქრებისთვის მერია, 12 ათას ლარს, დახარჯავს.

8 მეტრის სიმაღლის, ხელოვნური ნაძვის ხე, მერიამ გასულ წელს, შეიძინა. იგი ქედის ცენტრში 25 დეკემბერს განათდება.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები