“ალილოს” მსვლელობა შუახევში

მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
საუფლო დღესასწაული შუახევშიც ტრადიციულად – სარკმელში ანთებული საშობაო სანთლით, საშობაო ღვეზელითა და ალილოთი აღინიშნა. საზეიმო წირვა-ლოცვის შემდეგ მრევლმა სახალხო მსვლელობა მოაწყო და ქუჩებში გადაინაცვლა. მეალილოები ღვთის სადიდებელ საგალობლებს ასრულებდნენ და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავდნენ ერთმანეთს.
ალილოს მსვლელობას შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაც შეუერთდა და საშობაო ტკბილეული გადასცა.

წყარო:”შუახევის უნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები