ამბროლაურის მერმა “ლიდერბეთის” გათამაშებაში “პორშე” მოიგო საზოგადოება

„ლიდერბეთის“ გათამაშებაში ამბროლაურის მერმა, დავით მხეიძემ ავტომობილი მოიგო. პრიზი 2019 წლის „პორშე“ იყო. მხეიძემ წამყვანებს განუცხადა, რომ მას გათამაშების 48 ბილეთი ჰქონდა.

ფაქტს, იუსტიციის საბჭოს წევრი ანა დოლიძე გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკიდურესი სიღარიბის ფონზე ხალხის მიერ არჩეული მერი ტოტალიზატორში თამაშობს.

„ამბროლაური – რაიონი, სადაც უკიდურესი სიღარიბეა, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი შემწეობას იღებს, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი ბებიები და ბაბუებია, სადაც ბოლო წლები არაფერი გაკეთებულა, სადაც ბიუჯეტის 5-ჯერ მეტი იხარჯება გასართობ ღონისძიებებზე, ვიდრე სოციალურზე, მერი ზვიად (დათო) მხეიძე აქტიურად და ღიად თამაშობს აზარტულ თამაშებს. მისი ხალხი შიმშილობს და ეს რა დღეშია. მისი 48 ბილეთიდან ერთმა გუშინ პორშე მოიგო. ქართული ოცნება / Georgian Dream რა მდგომარეობამდე მიიყვანეთ სახელმწიფო? რა ხალხი გყავთ რაიონებში? და თქვენ არ ხართ გადაბმული კუდებით აზარტულ ბიზნესთან ჩვენი ახალგაზრდების მომავლის ხარჯზე“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ანა დოლიძე აქტიურად არის ჩართული აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიაში.

tv25

სხვა ვიდეოები