ძლიერი ძვიმის შედეგად ხულოში სოფელ უჩხოში მეწყრული პროცესი განვითარდა

ძლიერი ძვიმის შედეგად ხულოში სოფელ უჩხოში მეწყრული პროცესი განვითარდა, ხოლო მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი “აიპრესთან” აცხადებს მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, მეწყერი სოფელთან დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ჩამოვიდა, რის შედეგადაც ტრანსპორტი ამ დრომდე ვერ გადაადგილდება სოფელ უჩზოში, გუდასახოსა და კუტცხალში.

გამგებლის წარმომადგენლის ინფოტმაციით გზის გაწმენდითი სამუშაოები მოგვიანებით დაიწყება რადგან ტექნიკა სხვა სოფლებშია გასული.

 წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები