“ამომრჩევლის ნების კონტროლს ახორციელებენ პოლიტიკური პარტიები ” საიას შეფასება /10 საათი/

საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნებთან დგანან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები სიებით და აკონტროლებენ მივიდა თუ არა მათი მხარდამჭერი მოქალაქე არჩევნებზე – განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

“პარტიის წარმომადგენლები სიებით დგანან უბნებზე და აკონტროლებენ მათ სიებში არსებული პირები მივიდნენ თუ არა საარჩევნო უბანზე და დააფიქსირეს თუ არა პოზიცია. ეს წინა წლებშიც ხდებოდა და არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ამომრჩევლის ნების კონტროლია” – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

საიას შეფასებით ამის უფლება არავის აქვს პოლიტიკურ პარტიებს, აკონტროლოს ამომრჩეველი და აიძულოს ხმის მიცემა.

საიას მონაცემებით აჭარაში ბათუმის 38 უბანი დაგვიანებით გაიხსნა და ხელვაჩაურის მე 16 უბანზე არ შეუშვეს დამკვირვებელი მოკლე დროის მონაკვეთში.

საერთო ჯამში საქართველოს საიამ 6 საჩივარი დაწერა და 9 შენიშვნა ჰქონდა საქართველოს მასშტაბით.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები