„ანატოლიის ცეცხლის“ კონცერტი ბათუმში

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ცნობილი საცეკვაო კომპანიის „ანატოლიის ცეცხლის“ კონცერტი გაიმართა. კონცერტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად დაესწრო. თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ანატოლიის ცეცხლი“ არის გრანდიოზული საცეკვაო კომპანია, რომელშიც 120-ზე მეტი მოცეკვავეა გაერთიანებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ანსამბლი ორჯერ არის შესული გინესის სარეკორდო წიგნში: პირველი – 241 საცეკვაო ილეთისგან შექმნილი ყველაზე სწრაფი ერთ წუთიანი ნომერით და მეორე – ყველაზე დიდი აუდიტორიის წინაშე გამართული კონცერტით 400 000 მაყურებლის დასწრებითი ერთ კონცერტზე.
დღემდე ეს შოუ ნახა 100 ქვეყნის 40 მილონმა მაყურებელმა.

წყარო:”Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე

სხვა ვიდეოები