ანსამბლ “ალილოს” კონცერტი ხულოში

ხულოში საახალწლო კვირეული გრძელდება. დღეს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ანსამბლ „ალილოს“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესწრებოდა. კონცერტმა მაყურებელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები