ანსამბლების: ,,შუახევი” ,,ჭვანა” ,,ნაი-ს” განახლებული რეპერტუარი სამომავლოდ აუდიო ალბომის სახით გამოიცემა

საქართველოს რეგიონებში გალობის უნივერსიტეტისა და ფონდი „ქართული გალობის“ ინიციატივით განხორციელდა პროექტი ,,სტუდენტური დასაქმების” შესახებ. გალობის უნივერსიტეტში შედგა სტუდენტური დასაქმების პროექტის შედეგების პრეზენტაცია.გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ილია ხვიჩიამ, ნინო რეხვიაშვილმა და ნათია აზარაშვილმა შუახევის კულტურის ცენტრის ანსამბლებთან ჩატარებული სამუშაოს შედეგები წარადგინეს. ანსამბლების: ,,შუახევი” ,,ჭვანა” ,,ნაი” განახლებული რეპერტუარი სამომავლოდ აუდიო ალბომის სახით გამოიცემა, რომელიც პროექტში მონაწილე ყველა ანსამბლს გააერთიანებს.
პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონალურ ანსამბლებსა და გალობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

წყარო:”შუახევის კულტურის ცენტრი”

სხვა ვიდეოები