ანსამბლი ,,ფესვები“ 10 წლისაა

შუახევის კულტურის ცენტრში ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,ფესვების“ 10 წლის და ბადრი დარჩიძის დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
ანსამბლ ,,ფესვებს“ და ბადრი დარჩიძეს იუბილე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ,მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი დავითაძემ და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ბადრი დრაჩიძე ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის საპატიო სიგელით დააჯილდოვა და სამახსოვრო საჩუქრი გადასცა.
ანსამბლ ,,ფესვების“ და ბადრი დარჩიძის საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლები: – ,,ფესვები“ ,,ჭვანა“ ,,ზე-კართან“ ,,შუახევი“ ,,მარეთი“ ,,ნაი“ , ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ჰანგები“.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები