ანსამბლი “შუახევი” პოლონეთში გასტროლისთვის ემზადება

შუახევის კულტურის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,შუახევი“ გასტროლისთვის ემზადება. ანსამბლის წევრები ფოლკლორულ ფესტივალში (28ივლისი-7აგვისტო).

,,ბესკიდების მთიელები – კულტურის კვირეული“ მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის ბიესკო-ბიალას რეგიონში გაიმართება.

ანსამბლის ბოლო რეპეტიციას დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, რომლებმაც ანსამბლის წევრებს წარმატებები უსურვეს.

ვოკალური ანსამბლი ,,შუახევი“1967 წელს შეიქმნა და 2007 წლიდან სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სახელით არაერთ რესპუბლიკის და საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალში მონაწილეობდა.

პროექტის მიზანია შუახევის კულტურის ცენტრისთვის გამოცდილების მიღება საერთაშორისო ფესტივალებში, კონტაქტების დამყარება სხვადასხვა ქვეყნის ანსამბლებთან, იმ უნიკალური საშემსრულებლო ხელოვნების გატანა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში არსებობდა.
“Ipress.ge”

სხვა ვიდეოები