ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზეანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული

კონფერენციას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს, სამედიცინო დაჭესებულენენის ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები.
2017 წელს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული ფოკუსირებულია სამედიცინო პერსონალის კრიტიკულ როლზე ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საშუალებით, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შემცირებაზე.
სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართულებაა სამედიცინო მომსახურების დროს და მათი უმრავლესობა გამოწვეულია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული პათოგენებით. ინფექციების პრევენცია და კონტროლი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც უნარჩუნებს ანტიბიოტიკებს ეფექტურობას.
ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული მიზნად ისახავს საზოგადოების, სამედიცინო პერსონალის და პოლიტიკოსების ცოდნის დონის ამაღლებას ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის შესახებ. კვირეულის დევიზი „გამოიყენეთ ანტიბიოტიკები ფრთხილად“ მიმართულია ანტიბიოტიკების, როგორც ფასეული რესურსის შენარჩუნებისაკენ.

წყარო:”აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი”

სხვა ვიდეოები