ანზორ ბოლქვაძე: მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

ამის შესახებ “აიპრესთან” საქართველოს პარლამენტში  ხულო, ქედა, შუახევის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ განაცხადა.

“შავნაბადაზე იქ სადაც ხანძარი იყო უამრავი ტურისტი შეგვხვდა, რასაც ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. დღესაც არ კლებულობს ტურისტთა ნაკადი, პირიქით, ზამთრის პერიოდისთვის იმ ადამიანებს ვისაც სასტუმროები აქვთ დაკვეთები უკვე მიიღეს და ზამთრისთვის ელოდებიან უცხოეთიდან ვიზიტორებს.

გოდერძის უღელტეხილზე 80 მილიონია ჩადებული, სადაც 6 სასტუმრო შენდება, ასევე გომარდულზე განხორციელდება კურორტის მშენებლობა, ჩვენ დავათველიერეთ ხიხანის ციხე და ვფიქრობთ, რომ ის რესტავრაციები რომლებიც დაწყებულია დროულად დასრულდეს. ძალიან ბევრი ტურისტი დადის მწვანე ტბაზე. ამ საკითხზე ჩვენ უკვე ვმუშაობთ და გზის პროლემასაც მოვაგვარებთ”, – განაცხადა “აიპრესთან” აზორ ბოლქვაძემ.

წყარო: “ipress.ge”

სხვა ვიდეოები