არასრულწლოვანი საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს

ბათუმში 17 წლის არასრულწლოვანი საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს. ახალგაზრდას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

ჯანმრთელობის ცენტრში ადასტურებენ, რომ პაციენტს “მედინაში” ოპერაცია უტარდება. საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით “ახალგაზრდას სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები აქვს, მას ყბის არეში  5 მასრა ქონდა” .

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სავარაუდოდ, ახალგაზრდას სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები