‘’არჩევნები გაყალბებულია და ამაში ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიუძღვის’’ -მირდატ ქამადაძე

‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ​‘’არჩევნები გაყალბებულია და ამაში ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიუძღვის’’ – განაცხადა ბრიფინგზე მირდატ ქამადაძემ. მისი თქმით, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავარი ოპოზიციური ძალაა.

მირდატ ქამადაძეს მიაჩნია, რომ თუ მათი წარმომადგენლების მიერ დაწერილი საჩივრები სამართლიანად განიხილეს, ისინი შედეგებზე გავლენას იქონიებენ.

‘’ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ’’  100 მეტი საჩივარი მხოლოდ ბათუმში დაწერა.

დღესვე პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატმა ლევან ანთაძემ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლა ახლა იწყება.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები