არჩევნები ხელვაჩაურსა და ქობულეთში დამოუკიდებელი კანდიდატების გარეშე

ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობისა და გამგებლობის დამოუკიდებელი კანდიდატები არ დარეგისტრირებულან.

ხელვაჩაურის #83 საარჩევნო ოლქში არც ერთი საინიციატივო ჯგუფი არ დარეგისტრირებულა, რომლებიც მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს დაასახელებდა. „ოლქში არც გამგებლობის დამოუკიდებელი კანდიდატურა არ არის დარეგისტრირებული,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში.

ანალოგიური ინფორმაცია მოგვაწოდეს ქობულეთის #81 საოლქო საარჩევნო კომისიიდანაც.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოს #84 საარჩევნო ოლქში ექვსი დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, ქედის # 80 საარჩევნო ოლქში – 4, ხოლო შუახევის # 82 საარჩევნო ოლქებში – 3.

აჭარის არც ერთ მუნიციპალიტეტში არ დარეგისტრირებულა გამგებლობის დამოუკიდებელი კანდიდატი. საარჩევნო ოლქებში საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა 2017 წლის 25 აგვისტოს ამოიწურა.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები