არჩილ გუჩმანიძე შავი ზღვის მედლის მფლობელი გახდა

შავი ზღვის მედალი წელს  გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროს არჩილ გუჩმანიძეს გადაეცა. საზეიმო ღონისძიება სტამბოლში გაიმართა. არჩილ გუჩმანიძე 2006 წლიდან აღნიშნული დეპარტამენტში საქმიანობს, 2015 წლიდან კი ხელმძღვანელის პოზიციაზე  მუშაობს. ‘’შავი ზღვის მედალი’’ ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირველად მიიღო.

ღონისძიება შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.  ორგანიზატორი შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის ბუქარესტის კონვენციის კომისია და თურქეთის გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროა. შეხვედრაში საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის გარემოსდამცველები მონაწილეობდნენ.

საქართველო შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კონვენციას 1993 წელს შეუერთდა.

შავი ზღვის დაცვის დღე კი 1996 წლიდან აღინიშნება.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები