აშშ-ის ელჩის მოადგილის ვიზიტი ამერიკულ კუთხეში

აკ. წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე, ქალბატონი ელიზაბეთ რუდი ეწვია. საპატიო სტუმარი ბიბლიოთეკის დირექტორმა და ამერიკული კუთხის თანამშრომლებმა მიიღეს. შეხვედრაზე ქალბატონ რუდს კოორდინატორება ამერიკული კუთხის პროგრამები და რესურსები გააცნეს. ელჩის მოადგილესთან შეხვედრის შესაძლებლობა ბათუმის ამერიკული კუთხის “ახალგაზრდა ელჩების” პროგრამის მონაწილეებსაც მიეცათ. ახალგაზრდებმა შეხვედრაზე სტუმარს დიპლომატიური საქმიანობის შესახებ შეკითხვები დაუსვეს.

წყარო: “ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები