აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი “დონალდ კუკი” საქართველოშია

სამხედრო ხომალდი ბათუმის ნავსადგურში დღეს დილით შემოვიდა. ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 იანვრამდე დარჩება და სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა წვრთნაში.

 ხომალდის ეკიპაჟს ბათუმის პორტში საზეიმო დახვედრა მოუწყო აჭარის მთავრობამ. როგორც შეხვედრის შემდეგ მხარერბმა განაცხადეს ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლა მიზნად ისახავს სტაბილურობის განმტკიცებას შავ ზღვასა და მთლიანად რეგიონში.

სხვა ვიდეოები